ამაზე მეტყველებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამოკიდებულება ნიკას საქმისადმი, რომლებიც ჩემთან ერთდ თვლიან, რომ ნიკა არის უკანონო და პოლიტიკური პატიმარი.
სამწუხაროდ, არანაირი პოზიტიური და დადებითი მოლოდინი დღეს არ მაქვს. ვთვლი, რომ ბრალდების მხარიდან ისევ და ისევ მოვისმენთ, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს მომჩივანი და ნიკა მაინც პატიმარია!
თუ სააპელაციოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას სათავისოდ, ძალიან გამიხარდება“, – აცხადებს სოფო ლილუაშვილი.