“ახლა ახალი ადმინისტრაციის პირობებში არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა, რომ ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარები პიროვნულად მზად ვარო. გახარიამ თქვა, ოღონდ ვინმემ მოიტანოს და ეს იყოს რეალობაო. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვერცერთმა ვერ მოახერხა PFIZER-ის MODERNA-სა და ASTRAZENECA-ს ვაქცინების შეტანა. ძირითადად აკეთებენ ჩინურ ვაქცინას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “მთავარი არხის” ეთერში.
[media=]