ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა.
თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.
გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას".
ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით - კერძოდ:
- რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?
- ვინ იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?
- ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?
"ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა თუ ბრაზილია?"
მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, "ჩამოთვლილთაგან რომელი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით - იოსებ სტალინი, ლეხ კაჩინსკი, ვლადიმერ პუტინი თუ უგო ჩავესი (სწორი პასუხია კაჩინსკი)".
ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.
ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროდ გაფორმდა.
საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.