„გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ არ შეგიწყვეტიათ პოლიციური ძალადობა დემონსტრანტების მიმართ... „საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-რესურსის გათიშვას. ეს არ არის მუქარა. ეს დაპირებაა... გახსოვდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასოდეს გახდება“, - წერს ჰაკერული ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ზე.ჰაკერული ჯგუფი საქართველოს მთავრობას დაემუქრა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ.
კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.