როგორც მანანა ბერიკაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რეფლექსები წამოსული აქვს, თვალებს ახამხამებს, თუმცა ცნობადობა არ აქვს.
” ზურა სტაბილურად მძიმედაა. სამწუხაროდ სიახლე არ გვაქვს. ტვინია დაზიანებული, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია. გულის გაჩერების შედეგად ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ.
ვერც ხედავს, არც ესმის. ცნობადობა არ აქვს. ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით არ ესმის, ისე კი ზურას ეს მდგომარეობა შეუცნობადია. მოდიან მოძღვრები, ჯანმრთელობის პარაკლისებს ვიხდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. ღმერთის ნებაა ყველაფერი. ხუთი თვე გავიდა და ჯერ ისევ სტაბილურად მძიმედაა