“ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ეს ადამიანები არ არიან იმით დაკავებული, რა პასუხისმგებლობაც აიღეს თავის თავზე, რომ ქვეყანა უნდა მართონ. დღეს რაში ვართ ისევ მოხვედრილები? ისევ კორუფციაზე ვსაუბრობთ, კორუფციაზე, ინსტიტუციების ჩამოშლაზე. კრიმინალური გარემოა შექმნილი. რა მეთოდებითაც ხდება რაღაცეების მოგვარება, აი ამ გარემოს ნაწილია ესენიც... სად წავალთ ბოლოს, სადამდე მივალთ? ეს კითხვა მაქვს, ჩვენ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ?საზოგადოება, რომელსაც არ აწყობს ასე ცხოვრება, დათრგუნულია და ვერ ხედავს ამ ხელისუფლების პირობებში მომავალს, უნდა ვთქვათ-არა ამ ხელისუფლებას! ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ 53%-ს არ უნდა ეს ხელისუფლება? კოალიცია უნდა და ამის მომხრეა. იმას რომ ამბობენ მიშა არ გვინდა, არ არის ის დრო დამდგარი ახლა? ძალიან ბევრი უფლებები ირღვევა ადამიანის. ასე ჩვენ ვერ განვითარდებით. იქნება მუდმივი სიბნელე, ტროლების და ბოტების ლანძღვა და ვიტრიალებთ ამ წრეზე. ჩვენი შვილები იმსახურებენ იმას, რომ არ შევუერთდეთ რუსულ, ბნელ ნარატივს. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება.რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რაღაცა სამარცხვინო გარემოა შექმნილი. კრიმინალი ყვავის უკვე. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ შეშფოთებული, ყველა მიმართულებით იმდენად ცუდად გვაქვს საქმე”-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.