"ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, თუმცა, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს დედაქალაქის მთავრობის წინადადებას. "ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია პროგრამის ამოქმედების კონკრეტული თარიღი და პირობები, ასევე, უცნობია გავრცელდება თუ არა პროგრამა ქვეყნის სხვა ტურისტულ ცენტრებზეც