მიხეილ სააკაშვილი პლებისციტის წინააღმდეგია, რამაც ოპოზიციაში დიდი უთანხმოება გამოიწვია. ელენე ხოშტარიამ ფეისბუქში დაწერა:
,,არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს’. მის ამ სტატუსს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა:
,,მიშა რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს და ალეკო ელისაშვილი იღებს ყველაზე დიდი პარადოქსია”.