“გიორგი გახარიას გადადგომაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად მისთვის, გიორგი გახარიასთვის, მისი ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინაიდან დღეს ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია თუ მუდმივად ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით. იმაზე მეტი კომენტარი, რაც გავაკეთე მასთან დაკავშირებით, მგონია ზედმეტი. თუკი ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, მერე უკვე მისთვის დასასმელ კითხვებს მას დავუსვამ”, — განაცხადა წულუკიანმა.
წყარო