მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია.
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი