Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა.
"შტაბში ხალხი პანიკაშია, დღეს შტაბის უფროსების თათბირი იყო, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში არ მივიდეთ", - უთხრა წყარომ ambebi.ge-ს.
ჩვენ ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება "ქართული ოცნების" შტაბში, თუმცა ზარებს არავინ უპასუხა.