გარდა ქართული ოპოზიციური ძალისა, უმკაცრესი სანქციების დაწესებას არც საერთაშორისო პარტნიორები გამორიცხავენ.
ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები შეეხება არა მთელს ქვეყანას, არამედ ერთ ადამიანს, რადგან პარტნიორებმა კარგად იციან, თუ რა პროცესები მიდის საქართველოში:
"სანქციების შემოღება ოლიგარქებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და გარკვეულწილად ევროპისთვისაც, ამიტომ, ის პოტენციური შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს ივანიშვილმა, თუ გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ურტყამს ქვეყანაში დემოკრატიის ინტერესებს, მაგრამ პირველ რიგში აზიანებს დასავლეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ჩვენს რეგიონში. ეს საფრთე რეალურია, ეს არის კიდევ ერთი შეხსენება მისთვის, რომ სწორედ ოლიგარქების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი ბრძოლის ინსტრუმენტი დასავლეთისთვის, ეს არის პერსონალური სანქციები" - განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.