როგორც ირკვევა, ამ სიმძიმის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, შესაბამისად, მმართველი გუნდი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გამოძიების დაწყებისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, მით უფრო, ჩანაწერის ფიგურანტი ადამიანები პასუხისგებაში აღარ მიეცემიან.
ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან ორი დღეა არ გამოჩენილა. დედაქალაქის მერი კახა კალაძეც არ აქტიურობს. ბერას მეგობარი კალაძე არც სოციალურ ქსელში გამოჩენილა.
კალაძის პასიურობა კი ოპოზიციას უმყარებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩეული მერი ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ოჯახთან ერთად დატოვებს.
"კახა კალაძე ეუბნება ახლობლებს, საკუთარ გარემოცვას, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება. შესაბამისად მას რაღაც დასაკარგი აქვს"- აცხადებს პოლიტიკოსი კოტე კემულარია.