ყველას ნახვა

ეს ყველამ უნდა ნახოს, კალაძეს და გახარიას გადაწყვეტილება, ბევრისთვის მოულოდნელია... რას აპირებენ ისინი?

ეს ყველამ უნდა ნახოს, კალაძეს და გახარიას გადაწყვეტილება, ბევრისთვის მოულოდნელია...   რას აპირებენ ისინი?
მართალია, კახი კალაძე ამ ხმებს ჭორსა და სიცრუეს ეძახის და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ არც „ქართული ოცნებიდან“ არ აპირებს წასვლას და არც პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსება აქვს განზრახული, თუმცა ამ დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც კალაძეზე უფრო მეტი კატეგორიულობით ამტკიცებდა, რომ არსადაც არ მიდიოდა, მაგრამ წავიდა და წავიდა ისე მოულოდნელად, რომ მის თაყვანისმცემელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ისეთ შოკში ჩააგდო, საიდანაც დღემდე ვერ გამოსულან.ამ განზრახვაში, ცხადია, ცუდი არაფერია, თუ თავად გახარია მოისურვებს პოლიტიკაში დაბრუნებას და იმ პოტენციალის და რესურსის ბოლომდე დახარჯვას და გამოყენებას, რომელიც მას ნამდვილად აქვს.
გახარია, უდავოდ, ნიჭიერი პოლიტიკოსია და დასანანი იქნება, თუ ქართულ პოლიტიკას ასეთი პერსპერტიკული და გამოცდილი პოლიტიკოსი გამოაკლდება.
რაც შეეხება კახი კალაძეს, ხმები მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ მოცემულ მომენტში, ვფიქრობ, რეალობას არ შეესაბამება, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.
კახი კალაძე ნიჭიერი კაცი გამოდგა და თავისი ენერგიულობით, ქარიზმით, გამჭრიახობით დროის მცირე მონაკვეთში შეძლო იმ სკეპტიკოსთა ეჭვების გაფანტვა, რომლებიც მის შემოსვლას პოლიტიკაში ორჭოფულად უყურებდნენ.
ის გამოკვეთილი ლიდერია და ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას და თანამოაზრეთა სერიოზული გუნდი შემოიკრიბოს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ცხრა წლის განმავლობაში თავის რიგებში რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკური ფიგურა გამოკვეთა.
როცა გუნდში რამდენიმე თანაბარი ძალის და შესაძლებლობების ლიდერი იყრის თავს, ეს ყოველთვის იწვევს ჯანსაღ შიდა კონკურენციას და იმის სურვილს ამ ფიგურების მხრიდან, რომ მათ ძალები დამოუკიდებლად მოსინჯონ.
ასე რომ, ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ დროთა განმავლობაში „ქართული ოცნების“ ბაზაზე შეიძლება რამდენიმე ახალი პარტია გაჩნდეს საინტერესო ლიდერებით და საინტერესო იდეებით.
თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჰგონიათ, რომ ამით „ქართული ოცნება“ დაიშლება და გამოთავისუფლებულ სივრცეს ისინი დაიკავებენ, ძალიან ღრმად ცდებიან.
ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამით კი არ დასუსტდება, კიდევ უფრო გაძლიერდება და მისი მოქმედებები მეტ პრინციპულობას, მიზანდასახულობას და მოტივაციას შეიძენს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მას არ ჰყავს ღირსეული პოლიტიკური კონკურენტი, რაც მის განვითარებას წლებია აფერხებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ კონკურენტად და ოპონენტად ვერ ჩაითვლება, რადგან ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, შორს დგას პოლიტიკისგან _ ეს უფრო ავანტურა და პროვოკაციაზე აგებული ქმედებებია, რომელიც, მათი იდეოლოგიური წინაპრების, ბოლშევიკების სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის წინაღმდეგ მიმართულ მავნებლობასა და ძირგამომთხრელ საქმიანობაში გადადის.
დავუშვათ, მართლაც რომ შექმნან პოლიტიკური პარტიები გიორგი გახარიამ და კახი კალაძემ, ეს იქნება ძალიან სასარგებლო და უაღრესად კარგი საქმე ქართული პოლიტიკისთვის. თუ ეს მოხდება, აი, მაშინ კი ნამდვილად დამთავრდება ნაციონალების და მათი სატელიტების ბოგინი ქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკური ველი კი, რომელიც დიდი ხანია ნაგავსაყრელად იქცა, ოცდაათი წლის განმავლობაში დახვავებული ნაგვისა და ბალასტისგან გაიწმინდება.
წყარო: „საერთო გაზეთი“
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე