ყველას ნახვა

ვრცელდება პირველი კომენტარი - " და რა მო­ი­გეს ამით? ჰგო­ნი­ათ, ვინ­მეს სჯე­რა? თა­ვის თავს ელა­პა­რა­კე­ბი­ან და აჯე­რე­ბენ მსგავს ამ­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­ირ­კვე­ვა?"

ვრცელდება პირველი კომენტარი - " და რა მო­ი­გეს ამით? ჰგო­ნი­ათ, ვინ­მეს სჯე­რა? თა­ვის თავს ელა­პა­რა­კე­ბი­ან და აჯე­რე­ბენ მსგავს ამ­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­ირ­კვე­ვა?"
"ტვპირ­ვე­ლის" ეთე­რით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მტკი­ცე­ბით, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი ბერა და ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტა­რე­ბის" გამო ახალ­გაზ­რდებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რებ­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს 2011 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ფაბ­რი­კა­ცი­აა.
მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარს ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე. რო­მელ­საც არ სჯე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და მი­აჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
- ამ დღე­ებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არ და­მი­რე­კავს და ვერც ვრე­კავ. ისიც არ ვიცი, რა ვუ­თხრა... შე­სა­ბა­მი­სად, არ ვიცი მათი პო­ზი­ცია. რა­საც ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აკე­თე­ბენ, არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი. ამას რომ ცუდი შე­დე­გი მოჰ­ყვეს, ვინ აგებს პა­სუხს? რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხმა ით­მი­ნოს? გული მე­რე­ვა ასეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, სა­ერ­თოდ არა­ფერს ვუ­ყუ­რებ.

ჩა­ნა­წე­რი გინდ 4 წლის წი­ნან­დე­ლი იყოს, გინ­დაც 20-ის, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამაზ­რზე­ნია! მი­ზა­ნი ისაა, რომ ზუს­ტად ვიცი, ოპო­ზი­ცი­ას გულს უხეთ­ქავს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი, იცი­ან მისი ხის­ტი პო­ზი­ცია და ეს აშ­ფო­თებთ და კი­დევ აშ­ფო­თებთ ის, რომ ახლა მი­დის ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც ბევ­რი რამ გა­და­წყდე­ბა. ეს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ირაკ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, ამა­ვე დროს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს - ბე­რას. ესე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კი არა, ტე­რო­რის­ტე­ბი არი­ან. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს არის ფალ­სი­ფი­კა­ცია, შე­კო­წი­წე­ბუ­ლი მა­სა­ლაა.
ასევე დაგაინტერესებთ

ბერა არის ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კი ვიც­ნობ, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სუფ­თა ბი­ჭია... ესე­ნი თა­ვის შვი­ლებს არ უფრთხილ­დე­ბი­ან და სხვი­სე­ბი სულ ფეხ­ზე არ ჰკი­დი­ათ? დე­დას გე­ფი­ცე­ბით, შოკ­ში ვარ... წარ­მო­მიდ­გე­ნია, ბერა რა ცუ­და­დაა. ისე­თი ფა­ქი­ზი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბე­რაა, არც ვიცი, რო­გორ მო­ვი­კი­თხო, რა გა­ვა­კე­თო ან რა ვუ­თხრა? ეს არის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი. ამათ თა­ვი­ან­თი მერ­კან­ტი­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გარ­და, არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ. წინა ინ­ტერ­ვი­უს­თვის ხომ მლან­ძღეს და ალ­ბათ ახ­ლაც გამ­ლან­ძღა­ვენ, მაგ­რამ რა ვქნა, არა უშავს, ბი­ძი­ნას ლან­ძღა­ვენ ეს უმა­დუ­რე­ბი და მე ვინ ვარ, მლან­ძღონ, თუ უნ­დათ! აგუ­რი აგურ­ზე არ და­უ­დი­ათ ამ უსაქ­მუ­რებს და ამით ჰგო­ნი­ათ, რე­ი­ტინგს მო­ი­პო­ვე­ბენ? პი­რი­ქით, ახლა თუ 3% აქვთ, მალე ნულ­ზე დავ­ლენ. წა­სუ­ლია ეს კაცი და თავი და­ა­ნე­ბონ, თა­ვებს და საქ­მეს მი­ხე­დონ, თუ რამე იცი­ან.
და რა მო­ი­გეს ამით? ჰგო­ნი­ათ, ვინ­მეს სჯე­რა? თა­ვის თავს ელა­პა­რა­კე­ბი­ან და აჯე­რე­ბენ მსგავს ამ­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­ირ­კვე­ვა? წყა­რო და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნონ, რომ და­ვი­ჯე­როთ. იმ ბიჭ­მა და­წე­რა, ჩემ­თან კი იყ­ვნენ, მაგ­რამ არა­ვინ დამ­მუქ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, მთხო­ვეს, თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა, მე მარ­თლა მი­ვა­ყე­ნე ბე­რას შე­უ­რა­ცხყო­ფაო. 13-14 წლის ბი­ჭებ­ზეა ლა­პა­რა­კი, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენ? რა მოხ­და მერე, ჩემი შვი­ლის საქ­მე­ში სკო­ლა­ში მეც ჩავ­რე­ულ­ვარ იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და ჩემს შვილს უსი­ა­მოვ­ნე­ბა და ცუდი შემ­თხვე­ო­და...
მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ ჩა­ნა­წე­რის არ მჯე­რა. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფაქ­ტი იყო, არ ვიცი, მაგ­რამ აშ­კა­რად აბ­და­უბ­და და შე­კო­წი­წე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გია, ირაკ­ლის ხმაც არ ჰგავს ირაკ­ლი­სას. გვა­რა­მი­ას წა­მოს­ცდა კი­დეც, - ეს "ტვპირ­ველ­ში" "გა­კე­თე­ბუ­ლი" რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა რო­მა­აო... ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო მე­თო­დე­ბით თუ იბ­რძო­ლეს, ამათ­გან ცოტა ხან­ში სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ბა. ისეთ ასაკ­ში ვარ, აღარ უნდა მიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ მიკ­ვირს და მა­გი­ჟებს, სა­დამ­დე მი­დის ადა­მი­ა­ნე­ბის უტიფ­რო­ბა. მა­სეთ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია და ამი­ტომ ვარ ალ­ბათ ასე­თი აღ­შფო­თე­ბუ­ლი. მათ­თვის კი ალ­ბათ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სია".

წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე