“დაახლოებით ანალოგიური მომენტი იყო, ოღონდ გაცილებით მძიმე შეურაცხყოფა იყო მიყენებული სააკაშვილის მეუღლისადმი, ის, რაც მოხდა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით. ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ ერთ-ერთი პირველი მე მივედი საავადმყოფოში ვალერი გელაშვილის მოსანახულებლად. პასპორტი მე გავუკეთე და ჩემი აპარატის უფროსმა გოჩა მარტინენკომ მიაცილა ტრაპამდე, იმიტომ რომ ეშინოდა, რომ შესაძლოა ფიზიკურად გასწორებოდნენ და მერე, როდესაც მე გელაშვილს შევხვდი მას ვუთხარი, რომ საცემი იყავი-მეთქი, ოღონდ არა სპეცრაზმით. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, სააკაშვილის ადგილზე პირადად ვცემდი გელაშვილს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ცოლ-ქმარს შუაში ჩაუხტე და არ შეიძლება პრეზიდენტის ცოლს შეუყრაცხყოფა მიაყენო, როგორიც მიაყენეს.მაგრამ იმიტომ აგო სააკაშვილმა პასუხი და იმიტომ მოსთხოვა ხალხმა “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხი, რომ თავის დროზე ასეთი რამე მოხდა. ახლა ვიღაცა გამომიხტება და იტყვის, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” ცუდები არიან და “ქართული ოცნება” კარგი. რატომ? “ოცნებას” და ივანიშვილს მეტი ფული რომ აქვს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს?! განსხვავება რა არის?! უარესია კიდევ. იქ პრეზიდენტმა მაინც გასცა ბრძანება და აქ პრემიერ-მინისტრს ბრძანებას აძლევს არაფორმალური მმართველის შვილი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო