"მე არ ვიცოდი რომ მოწამლული ვიყავი, სანამ წვეულებიდან ერთი საათის შემდეგ, ბერა უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არ მოვიდა და თავად არ მითხრა. შემდეგ შევიტყვე, მანამდე მსგავსი რამ სხვა მასწავლებლებსაც გაუკეთეს. არ ვიცი, ეს ბიჭების იდეა იყო თუ ბიძინასი. იმ საღამოს ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ დილით, დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა და მითხრა, რომ ჩემს კონტრაქტს აღარ განაახლებდნენ. არადა, ამ ამბამდე 5-6 დღით ადრე ბიძინამ მითხრა, რომ მომდევნო ერთი წელი კიდევ ვიმუშავებდი", - ყვება პატრიკ დაუნი "ნანუკას შოუში".
[media=]