Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი" - წერს გრიგოლია.
ცნობისთვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.
თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი მოითხოვა, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ტელეარხის წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ გავიდნენ წყაროზე. იგი აცხადებს, რომ ჟურნალისტები დაიცავენ წყაროს.