არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი. მეორე, რასაც სთხოვენ არის ექვსთა ფორმატში შესვლა. ეს არის - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი ირანი, თურქეთი და საქართველო ჯერჯერობით არ არის აქ და მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში. მათი მოთხოვნაა, რომ როგორც რუსებს ესმით, მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ტელევიზიების დახურვა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელია არ უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე შემიშვან ქვეყანაში. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს ლაზიკის პროექტის აშენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, გაიყიდოს თანამშრომლობა ნატო-სთან", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.