ამჯერად,შეთავაზება სამპუნქტიანია:
1. პლებისციტის ჩატარება მაისში
2. პლებისციტის შედეგების მიხედვით,რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად
3. ნიკა მელიას გათავისუფლება მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ.
რაც შეეხება გიორგი რურუას, მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია, - რურუას მისჯილი აქვს უკვე და მისი გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალებითაა შესაძლებელი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი პირადი საქმეაო.
ინფორმაცია CNews-ს სახელისუფლო წყარომ მიაწოდა, ჯერჯერობით ოცნების ლიდერშიპის მხრიდან საჯარო განცხადება ამ თემაზე არ გაკეთებულა.