„არ არის დასამალი და ინტენსიურად განიხილება თეა წულუკიანის კანდიდატურა კულტურის მინისტრის პოსტზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.