„უახლოეს მომავალში ივანიშვილს მარტო სანქციებს კი არ დაუწესებენ მალე დაიჭერენ კიდევაც, იქეთკენ მიდის საქმე“.
მოხდება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის? ამის შესახებ ინაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება ხელოვნურად ქმნის გმირებს და ხა აკავებს და ხან უშვებს ციხიდან ოპოზიციონერებს.
„ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური ელფერი მიეცა ყველა შეთანხმებაზე, უგულავა როგორ გამოეშვათ ციხიდან, ქართული ოცნების ეს პოლიტიკა ხელოვნურად ქმნის პოლიტიკურ გმირებს და ხელოვნურად აძლევენ ამ სარჩულს.
უჩვენოდ დასხდებიან ოპოზიციონერები შეთახმდებიან, შემდეგ შეიწყალებინებენ რურუას, მელიაზეც მოიფიქრებენ რაიმეს. ახლა ახალი გირაოს თემა წამოვა. თუ გირაოს გადაიხდის, ესეიგი არ არის საშიში საზოგადოებისთვის?
თან დაგიჭერ, თან გაგიშვებ, თან შენით ვივაჭრებ..“.
ინაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.
„ოპოზიცია შედის გამოდის მოლაპარაკებაზე მიშელი შევიდა, ის გამოვიდა. ჩვენ თავმოყვარე სახელმწიფო არ ვართ. დღეს კობახიძის მძევალია 51 დეპუტატი.
დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, არც მიშელს შევაწუხებთ და არც ევროკავშირის წარმომადგენლებს.