პატარას ყველაფერი ტემპერატურის მომატებით დაეწყო. რაიონში დასასვენებლად წასული დედა-შვილი სასწრაფოდ თბილისში წამოვიდნენ. ქეითი რეანიმაციაში მოხვდა, აღმოჩნდა, რომ მას ღორის გრიპი იმ დროისთვის უკვე დამარცხებული ჰქონდა და თან ლეიკემია უტევდა.
მაშინ, დედამ, კარინა გრიგორიანმა არ იცოდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო – მედიკოსებმა უთხრეს, რომ პატარას ქიმიოთერაპიით უმკურნალებდნენ. ამან კი, თრომბი გამოიწვია. პატარა ქეითი სიცოცხლისთვის იბრძოდა და გასულ წელს მკურნალობა დაასრულა…
წელს, ახალი წლის წინ კონტროლზე მისულ პატარას რეციდივი აღმოაჩნდა… ისევ მკურნალობა იწყება, ამჯერად პატარას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რომელიც საზღვარაგრეთ უნდა გაკეთდეს.
თანხა, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის კოლოსალურია. სწორედ ამიტომ, პატარა ქეითის გადასარჩენად მთელი საზოგადოება ერთიანდება. პატარას გადარჩენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც იზრუნა. უცნობია თანხის ოდენობა, რომელიც ქეითის დასახმარებლად მიხეილ სააკაშვილმა გადარიცხა.
როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, გადარიცხვის დამდასტურებელი ასლი ქეითის დედამ, კარინა გრიგორიანმა გაასაჯაროვა.
ეს ლეიკემიით დაავადებული პატარა გოგოს ისტორიაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადარჩეს. არაფერს ვწერთ და კითხვებით არ ვაწუხებთ ქეითის მშობლებს. ალბათ, ცხადია ის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ახლა ისინი იმყოფებიან…
თუ ქეითის დახმარება გინდათ და ამის საშუალება გაქვთ, საბანკო ანგარიშის და ტელეფონის ნომრებს ვაქვეყნებთ:
#0901200127
ზარი ერთი ლარი.
საქართველოს ბანკი
#GE95BG0000000345929036
მიმღები – ქეითის დედა კარინა გრიგორიანი
თიბისი ბანკი
#GE60TB7108745064300024
მიმღები – ქეითის მამა დავით ახვლედიანი