ყველას ნახვა

დროული მოქმედებაა საჭირო პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, აქედან გამომდინარე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში...

დროული მოქმედებაა საჭირო პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, აქედან გამომდინარე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში...
ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმაა ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შემ­დგომ პო­ლი­ტი­კურ ბედ­ზე. რამ­დე­ნად აქვს მას პო­ტენ­ცი­ა­ლი, რე­სურ­სი და ამ­ბი­ცია, რომ შე­მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას? გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ექ­სპერ­ტები: მა­მუ­კა არე­ში­ძე და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:
მა­მუ­კა არე­ში­ძე:
- ამ­ბი­ცი­ა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით - მას არ ვიც­ნობ, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ნამ­დვი­ლად აქვს, მაგ­რამ რაც მეტი დრო გავა და გა­ხან­გრძლივ­დე­ბა პა­უ­ზა მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მით უფრო შემ­ცირ­დე­ბა მისი პო­ტენ­ცი­ა­ლიც, რე­სურ­სიც და პერ­სპექ­ტი­ვაც, ამი­ტომ თუ ის აპი­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის­გან ამის მი­ნიშ­ნე­ბა მა­ინც უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდეს მო­ლო­დი­ნი და გან­წყო­ბა, მერე კი დრო­უ­ლად უნდა და­ი­წყოს მოქ­მე­დე­ბა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:
- ჩემი აზ­რით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დრჩე­ნის სურ­ვი­ლი რომ ჰქო­ნო­და, არ გა­დად­გე­ბო­და. ფაქ­ტია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "პო­ლიტ­ბი­უ­რო" მას ვერ გა­და­ა­ყე­ნებ­და. ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნებ­და, თუ ის აუკ­რძა­ლავ­და შს მი­ნისტრს მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, სა­ჯა­როდ ახ­სნი­და ამის მი­ზე­ზებს და თუ შს მი­ნის­ტრი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და, გა­და­ა­ყე­ნებ­და. ამის შემ­დეგ შე­ეძ­ლო და­ე­ნიშ­ნა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლად, მა­გა­ლი­თად, სა­ბა­ნა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ტკბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ხა­რი­ას აბ­რა­ლე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევ­და გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლით გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. კი­დევ სა­კი­თხა­ვია, გა­ხა­რი­ას პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლით გა­და­ყე­ნე­ბას შეძ­ლებ­დნენ თუ არა. და თუ შეძ­ლებ­დნენ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი და­უჯ­დე­ბო­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხა­რი­ას ჰქონ­და ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა, მას რომ ნდო­მო­და პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა. ჩემ­თვის რომ ეკი­თხა, ვე­ტყო­დი, რომ რო­დე­საც ხე­დავ, ჩხუ­ბია გარ­და­უ­ვა­ლი, ჯო­ბია, პირ­ველ­მა და­არ­ტყა. ეს არის სწო­რი პო­ლი­ტი­კა­ში და თუ ამის თავი არ გაქვს, ე.ი. შენ ვერ ხარ პო­ლი­ტი­კო­სი. მას ჰქონ­და უკე­თე­სი სვლე­ბი, ახლა მან გა­ა­კე­თა ნა­ხევ­რად სვლე­ბი, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას პო­ტენ­ცი­ა­ლი არ აქვს... ჩემი აზ­რით, გა­ხა­რი­ამ გა­უშ­ვა თა­ვი­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წამი...

წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა