„ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო და ვაჩვენოთ რუსეთს, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს. უნდა ვიყოთ მზად ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ალიანსი საზღვაო და საჰაერო კომპონენტით უნდა გავაძლიეროთ აღმოსავლეთით. მეტიც, ნატო-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. რუსეთის გავლენა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ აშშ-შიც მაშფოთებს. ეს რეალობაა და შეიძლება, დიდ სირთულედაც დაგვიჯდეს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მარტივია დემაგოგია სხვისი ბრალის ძიებაში“, – განაცხადა ბაიდენმა.მისივე თქმით, რუსეთი დღეს ყველა ძალას იყენებს, რათა ევროპაში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების უხეშად დარღვევით, რასაც ევროპა წინ ერთობლივად უნდა აღუდგეს.