ეს კი დღეს ცოტა ადრე განაცხადა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. როგორც მან წავკისში მდებარე აგარაკთან ჟურნალისტებს განუცხადა, არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ". - უთხრა მან ჟურნალისტებს.