ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, გვერდს გაბრიელ წულაია მართავს, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იყო.
სახელის შეცვლამდე გვერდმა განცხადება გაავრცელა:
"როცა საერთო ღირებულებებზე მიგვითითებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თურმე ერთი კაცის ზიზღი გვაერთიანებდა მხოლოდ არის სიცრუე. არა ბატონებო. ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერის ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტკურ ძალებს თუ მედიებს, ექნებოდათ შესაძლებლობა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედია სტანადრტი, რომ ქვეყნის დამზიანებლ პოლტიკურ ძალებს და მათ მედია საშუალებეს უბრალოდ აღარ ყავდეთ აუდიტორია . შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფასდაუდუებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუდნებით, სიმართლის დროა !!!" - აღნიშნულია პოსტში.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ მედიასთან გუშინ პირველად გამოჩნდა.