"გახსოვთ, თავიდან თქვეს, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდება ახლავე დავაკავებთო და მერე ორ დღეში თავიანთი სიტყვები უკან წაიღეს.
თქვენ გგონიათ უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ? არა! ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს. ელჩი მოვიდა დაწერილი წერილით ამკერიკიდან და უთხრა, თქვენ ეტყობა ვერაფერი ვერ გაიგეთო.
ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს.
ამერიკელებმა უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები და ეს ამ მთავრობას ძვირად დაუჯდებაო.
მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებს, მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და პრობლემები ექნებაო.
ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულ არ იქნება ავტომატური, თუ ეს საქმე გაგრძელდებაო" - აცხადებდა სააკაშვილი.