ყველას ნახვა

გიორგი თარგამაძის სკანდალური განცხადება - ივანიშვილი არის ყველაფრის მაკონტროლებელი მონსტრი

გიორგი თარგამაძის სკანდალური განცხადება - ივანიშვილი არის  ყველაფრის მაკონტროლებელი მონსტრი
თუ გახარია მართლაც დამოუკიდებლად თამაშობს, მაშინ ის ოცნებისთვის მყისვე ელექტორალური საფრთხის მატარებელი ხდება და მოსალოდნელია, რომ მმართველი ძალა მის პოლიტიკურად განადგურებას თუ რეპუტაციის შელახვას შეეცადოს.  რაც მეტი დრო ექნება ამისთვის ივანიშვილს, მისი რესურსებისა და სახელმწიფო მანქანის გათვალისწინებით, მით მეტი შანსი ექნება მიაღწიოს მიზანს. შესაბამისად, გახარიას ინტერესში  უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების გადაბირებით (სულ 15 დეპუტატია საკმარისი იმისთვის, რომ უმრავლესობა დაიშალოს) და ოცნებაში რღვევის გამოწვევით უნდა მიაღწიოს. შემდეგ კი დაშლილი და დეზორგანიზებული მმართველი ძალის პოლიტიკური ფიგურები და ელექტორატი მაქსიმალურად მიიმხროს. მეორეს მხრივ, რიგგარეშე არჩევნების საკუთარ აქტივად ჩაწერა გახარიას შესაძლებლობას მისცემს, უკვე ოპოზიციურ პარტიებზე მოიპოვოს უპირატესობა და მათ ელექტორატს გადასწვდეს. შემდეგ პარლამენტში კი ძლიერი პოზიციებიდან ესაუბროს ოცნებასაც და მცირე ზომის ოპოზიციურ პარტიებსაც, როგორც უმცროს კოალიციურ პარტნიორებს.თავად ივანიშვილის ნაბიჯებიც შეიძლება გამოდგეს იმის ინდიკატორად, თუ რამდენად დამოუკიდებლად თამაშობს გახარია. ლოგიკური იქნება, რომ ოცნებამ მისი ახალი პოლიტიკური ძალის მოედანზე გამოსვლითანავე მიიტანოს რეპუტაციული იერიში, დაასუსტოს, გამოფიტოს, ფინანსური შესაძლებლობები შეუზღუდოს, შეეცადოს 3 პროცენტიან პარტიად აქციოს და მმართველი ძალის სატელიტობისა და მცირე ზომის კოალიციური პარტნიორების გარდა, სხვა პერსპექტივა არ დაუტოვოს. “ნაცობის” დაბრალება გახარიასთვის პირველ ეტაპზე გადაჭარბებული იქნება,  თუმცა რადგან მისი წასვლა მელიას არდაჭერას უკავშირდება, მოგვიანებით არც ესაა გამორიცხული.
ოცნების ორად გაყოფა, მოკლევადიან პერსპექტივაში ნაცმოძრაობის მორალურ უპრატესობას გაზრდის. მას შანსი უჩნდება, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად ქართულ პოლიტიკურ მოედანზე კვლავ ყველაზე დიდი პარტია გახდეს, რაც ბუნებრივია ნაცმოსა და გაერთიანებულ ოპოზიციაში თვითრწმენასა და საბრძოლო განწყობას გააძლიერებს. თუმცა რადგან პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარეს 1 გამოკვეთილი მოწინააღმდეგე აღარ იქნება, ეს პოლარიზაციას შეამცირებს და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ერთპიროვნულად თუ კოალიცურ რეჟიმში დაბრუნების ალბათობას შეამცირებს. ორი ოცნება, დიდი ალბათობით,  უფრო მეტ ხმას აიღებს ვიდრე ერთი და რადგან “ყველაფრის მაკონტროლებელი მონსტრი „ბიძინა” აღარ იარსებებს, ეს ოცნების შესაძლო კოალიციასთან სხვა მცირე ზომის პარტიების მხრიდან ურთიერთობებს გაამარტივებს.
ასე რომ, გახარიას პოლიტიკაში შემოსვლამ შესაძლოა სერიოზული ძვრები, დღევანელი სტატუს-კვოს ცვლილება  და ასე ნანატრი რიგგარეშე არჩევნებიც გამოიწვიოს, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ჩვენ დასვლელ მეგობრებს კი შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას თავიდან აარიდონ ის სანქციები და სადამსჯელო ზომები, რისი გატარებაც აუცილებლად მოუწევთ, თუ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე