- მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე... ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის... ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა... მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა... იმიტომაც ვართ "კარგად"!
- ისმის კრიტიკა, რომ ზოგი ხელოვანი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას იღებს და მის პოლიტიკას არ ემხრობა...
- რა ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის და სხვაზე ნუ მალაპარაკებთ!
- თქვენზეც თქვეს...
- მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის!
- ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარება არ მოგწონთ, მაგრამ გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავ!