საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრთა თანაფარდობაა - 45% ემხრობა არჩევნების ჩატარებას, 45% კი წინააღმდეგია.კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე ნაწილდება:
აბსოლუტურად ვემხრობი - 25%
ნაწილობრივ ვემხრობი - 20%
კატეგორიულად არ ვემხრობი - 33%
ნაწილობრივ არ ვემხრობი - 12%
არ ვიცი/პასუხს არ ვცემ - 9%
კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა და მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.