მიხეილ ნიკოლოზის ძეს, უკრაინაში გაწეული რეფორმებისათვის!" - ვლადიმერ ზელენსკი
.............
უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა.
პრეზიდენტ ზელენსკის და მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით შეკრებილმა საბჭომ, მხარი დაუჭირა სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ რეფორმების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს შრომითი კოდექსის და შრომითი ურთიერთობების მთლიანად შეცვლას და საბჭოთა სისტემაზე უარის თქმას, რაც უკრაინამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.
შეკრებას უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.