"საერთოდ, ყველაფერი ეს, სამარცხვინო მგონია - პოზნერის ჩამოსვლაც და აქციაც, რომელიც გაიმართა. დარწმუნებული ვარ, აქციის მონაწილეების გადამწყვეტმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, ვინაა პოზნერი და რა თქვა. ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო. სასაცილოა ყველაფერი ეს იმ თვალსაზრისით, რომ პოზნერი ბევრჯერ არის თბილისში ნამყოფი და რაც ყველაზე საინტერესოა, ვანო მერაბიშვილმა ჩამოიყვანა ომის შემდეგ, ორ-სამ კვირაში, რათა გაეშუქებინა მოვლენები და შეეფასებინა შექმნილი ვითარება. მაშინ თუ შეიძლებოდა, ახლა არ შეიძლება?!. კარგად მახსოვს, ჩემი და ჩემი კახელი მეგობრების აღშფოთება, მიხალკოვმა შენიშვნა მისცა, გააჩუმა სააკაშვილი, როცა თამადა საუბრობდა. თუ მიხალკოვისთვის, რომელიც იმპერიის კლასიკური ბურჯია, შეიძლება, პოზნერისთვის რატომ არ შეიძლება?“
მამუკა არეშიძე, ანალიტიკოსი