"ყველა მეკითხება იცით? [პლიტიკაში ჩართვის შესახებ] მე ძალიან მიყვარს სხა რაღაცეები...ადამიანი პოლიტიკურად შეიძლება, აქტიური იყოს, მაგრამ სულაც არ უნდოდეს პოლიტიკაში ჩართვა. ვთვლი, რომ როდესაც შენი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რადგან ეს შენი შვილების, შენი ქვეყნის მომავალს ეხება, ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა"ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით "პირველის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის: ჩაჩუამ სოლიდარობა გამოუცხადა რუსთაველის გაზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს და უკანასკნელ მოვლენებს სიმღერაც მიუძღვნა "არ დავნებდებით რუსს!".