- რა უნდა გითხრათ ამაზე? ხალხს აგიჟებენ, ეს რა უბედურებაა? ვის ატყუებენ, ან როდემდე? მართლა არაფერი ვიცი, სად არის ბერა და აპირებდა თუ არა კორეაში წასვლას. ხალხი, რომელიც გუშინ იყო გამოსული აქციაზე, ვერ ხვდებიან, რას აპროტესტებდა? მერე გაკვირვებულები არიან, რატომ აქვთ აგრესია ჟურნალისტების მიმართო. ტყუილების, ცილისწამების გამო აქვთ აგრესია. აღარც ვუყურებ ამათ, საერთოდ არ მაინტერესებს.. ხალხს ამდენი სტრესის გამო გული ცუდად უხდება. ძალიან ცუდად იქცევიან, ძალიან...
- ბოლო დროს, ივანიშვილების ოჯახთან თუ გქონდათ კონტაქტი?
- არა, ისინი წასულები არიან აბასთუმანში და ისვენებენ. მათთვის ასეთი სისულელეების კითხვას არც ვაპირებ, ასეთ სიბინძურეებს არც ავყვები. ისეთი რაღაცეები ხდება ამ ქვეყანაში, რეებს ლაპარაკობენ, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ან დედა არ ჰყავთ, ან ოჯახი... სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდება ახალგაზრდა ჟურნალისტები, მოწამლული ტვინებით როგორ უნდა იცხოვრონ? კრიტიკა საჭიროა და მეც კი მინდა, რაღაც ჩემი კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ ეს კრიტიკა აღარ არის, არ ვიცი რა ჰქვია ამას - უზრდელობა, გაუნათლებლობა... კრიტიკა რომ საჭიროა დემოკრატიისთვის, ვინ გვასწავლიან, ეგენი? კრიტიკა საჭიროა, ოღონდ, ჯანსაღი. ბერა გაიქცაო... სასაცილოც აღარაა.
ბერა ხან ამერიკაშია, სადაც სტუდია აქვს, ხან - სად, თავისთვისაა და შეეშვან, რა! ადამიანები არ არიან? დაანებონ თავი, ეს ბიჭი საერთოდ იღებს ხმას? ჰგონიათ, ეს რეიტინგს მოუტანთ? გაოცებას ვარ... ძალიან ცუდი სიტუაციაა, აგრესია იღვრება ტელევიზიებიდან და ჩვენზე ამბობენ, აგრესიულები არიანო. გააგიჟეს და გაასულელეს ხალხი. მათ ლაპარაკს რომ ვუსმენ, მგონია, 2007 წელია და მე ვზივარ და ვლაპარაკობ. ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც ჩვენ 2007-2008-2009-2010-ში ვლაპარაკობდით, საოცრებაა, რა! ახლანდელ და მაშინდელ სიტუაციას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავენ, კარგად ყოფილა საქმე. გაგრძელება