ყველას ნახვა

ექსკლუზივი: მოცემულია კონკრეტული ვადა 15 მიასამდე... ბრიუსელი და ვაშინგტონი დაუსრულებელ ლოდინს არ აპირებენ

ექსკლუზივი: მოცემულია კონკრეტული ვადა 15 მიასამდე... ბრიუსელი და ვაშინგტონი დაუსრულებელ ლოდინს არ აპირებენ
ასევე, ირკვევა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მასთან კონტაქტი ჰქონდა ენტონი ბლინკენს, რომლის დროსაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. ენტონი ბლინკენი მიმდინარე ეტაპზე დაეთანხმა შარლ მიშელს, როგორც საქართველოში მედიაციის მთავარ აქტორს, რომ საკუთარი შესაძლებელობების ფარგლებში აშშ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მის ძალისხმევას და ამ ეტაპზე პროცესში ღიად არ ჩაერთვება, როგორც ეს იყო გადაწყვეტილი, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას. (CNews-ი ამის შესახებაც წერდა.)
CNews-ისთვის ასევე, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირადად შარლ მიშელისგან მიიღო ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 15 მაისამდე, როდესაც ოპოზიცია მაშსტაბური აქციის გამართვას გეგმავს, უნდა განიმუხტოს და ამ პროცესში შარლ მიშელი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ჩართავს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, შევედეთის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გამოცდილი დიპლომატისა და პოლიტიკოსის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა პირადად შარლ მიშელმა სთხოვა.
CNews-ის ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს ის არაფორმალურად შეხვდება საფრანგეთის მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს და შეეცდება, ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები პირადად დაანახოს. ჟან-ივ ლე დრიანმა ბიძინა ივანიშვილს უნდა განუმარტოს, რომ პარიზი ვერ შესძლებს მისი ინტერესების დაცვას, თუ ივანიშვილი ევროპის ინტერესების საზიანოდ იმოქმედებს და ასევე, აუხსნის, რომ შარლ მიშელის ინიციატივების იგნორირება ევროკავშირის ინტერსების იგნორირებაა, რაც ევროპული პოლიტიკის უმთავრეს საფუძვლებს ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაერთიანებული ყველა სახელმწიფოს ინტერესებს ლახავს.
კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებსა და ევროკავშირისა და აშშ-ის საბოლოო პოზიციასთან დაკავშირებით უკვე  ჩააყენეს  საქმის კურსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ხელისუფლების საბოლოო პასუხის ფორმირებისთვის დრო ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებამდე ითხოვა. ამის მიუხედავად, მას განემარტა, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არც ბრიუსელი და არც ვაშინგტონი არ აპირებენ დაუსრულებელ ლოდინს და არსებული ვითარების სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.
წყარო
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა