მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი , ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ პაციენტი იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსები წნევას მედიკამენტების დახმარებით არეგულირებენ.„კახი კავსაძე, ამ დროისთვის, აპარატზე არ არის, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის. არ შეიძლება პაციენტის მდგომარეობაზე დეტალურად საუბარი,“ -განმარტავს ლალი ტურძელაძე.