“იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში”, — ამბობს ხოჯევანიშვილმა.
ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების 6 დეპუტატი მმართველ პარტიას ტოვებს და გახარიას უერთდება. “ოცნებიდან” მიდიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე. მათი თქმით, გადადიან გახარიას “პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე” და დასძინეს, რომ საქმიანობას გააგრძელებენ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატები.