გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე [თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მონაცემების ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია].
„ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთება, ამ დახმარებას მიიღებს“, – აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.
150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.