დამაგდეს დაბლა, ერთ-ერთმა პოლიციელმა თავში მირტყა, შემდეგ ჩამაგდეს მანქანაში, ის პოლიციელი, რომელმაც მე დამარტყა აქამდე არ მინახავს არცერთ აქციაზე, ვცნობ უკვე მაგათ სახეზე. ეს ადამიანი არც ჩემი დაკავების კადრებიდან არ მახსოვს, როგორც ჩანს გოგამ [მემანიშვილი] უთხრა, რომ მიდი მიუჯექი გვერდიდან, დამისვეს ეს ადამიანი მარცხნიდან. როდესაც დაიძრა მანქანა, დამიწყო რტყმა, თავიდან ხელებს მირტყამდა შემდეგ ამოიღო ხელბორკილი, მეგონა დაკავებას აპირებდა და ხელები წავიღე უკან, ამ დროს ხელბორკილი ჩამარტყა თვალში... შემდეგ რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი და ვითხოვდი სასწრაფოს, რომ დაეხვედრებინათ იქ სადაც ვიყავი, მაგრამ მისვლის შემდეგ კიდევ ნახევარი საათი ველოდებოდით. ვერ ვხედავდი ამ თვალიდან, ამ დროს ხელბორკილიც დამადეს, სარკე მოვითხოვე, რომ ჩემი თავი დამენახა, მაგრამ უარი მითხრეს, - ამბობს დავით კაპანაძე.მისივე თქმით, საავადმყოფოში ტომოგრაფიის გადაღებასაც ითხოვდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
მაშინ, როდესაც სამართალდამცველები კაპანაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის მოძრაობა "საქართველოსთვის" კიდევ ერთი წევრის, გიორგი მუმლაძის დაკავებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდა.
წყარო