მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა.
ნაციონალებთან რომ წასულიყავი მესმის, მაგრამ შეუერთდი იმ პარტიას, რომლის წევრებმაც ქართულ ოცნებას უღალატეს - არსებული ინფორმაციით, ასე მიმართა წულუკიანმა მარჯანიშვილს შეხვედრის დროს.
თავად მარჯანიშვილს კი ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა თანამდებობას - "საერთო საქმისთვის თუ იქნება უკეთესი წავალ" - ამბობს მარჯანიშვილი.
თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის დირექტორად 2014 წელს დაინიშნა. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში კი ის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" დაასახელა.