“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, რომ მიწასთან გაასწორონ პოპულარული ადამიანები. ჯერ იყო და ბასილაშვილს დაესხნენ თავს, შემდეგ – მერაბ კოკოჩაშვილს, ახლა – რობერტ სტურუა. რა დონეზე გათახსირდა ქვეყანა, რომ ყველაფერი წყალში ჩაუყარო კაცს, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა თეატრალურ სამყაროში. გამოდიხარ და ამბობ – თეატრიდან წავიდესო… ჰო, სულ დაიღუპება რობერტ სტურუა, მთელი მსოფლიოა ჩასაფრებული, რომ როგორმე ეს კაცი წაიყვანონ და თავის თეატრებში სპექტაკლები დაადგმევინონ. ან რა თქვა ასეთი?… „მე ყველანაირ ძალადობას ვგმობ, მით უფრო ქალის მიმართ. კაცმა ცოლს შეურაცყოფა კი არ უნდ მიაყენოს, თავი უნდა გასწიროს მისი სიყვარულისთვის. მაგრამ ჯერ ხომ არავინ იცის სიმართლე? ხომ უნდა დადგინდეს მტყუან- მართალი… „მართლა კანონი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. „აბობოქრებულების“ პარადია… რადგან ისინი ამბობენ, რომ ასე უნდა იყოს, მართლაც ასე უნდა იყოს… „ყველაფერზე გული მერევა. სიტყვა „გულწრფელობა“ შემძულდა, ყველა ის ლაპარკობს გულწრფელობაზე, ვინც მართლა არ არის გულწრფელი“,
– განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.