დადასტურებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სენატორ რიშს განუცხადა: პოლიტსაბჭოს სხდომა დაიგეგმა. გადაწყდა, რომ ჩემს კანდიდატურას პრემიერის პოსტზე კენჭისყრაზე დაასახელებდა ვიცე-სპიკერი, ბატონი ვოლსკი. პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში, გადაუდებელი მიზეზის დასახელებით, სხდომიდან გავიდა შს მინისტრი გომეალური, შემდეგ იგივე გააკეთეს პოლიტსაბჭოს წევრებმა - წულუკიანმა, სუბარმა, სამხარაძემ. ამ ვითარებაში შესვენება მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დავეთანხმეთ. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ჩემი კანდიდატურის დასახელებას კენჭისყრაზე. მსჯელობისას ჩემმა მოადგილემ, მაღლაფერიძემ პრემიერად პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების ინიციატივა გააჟღერა, რაზეც თავად კალაძემ განაცხადა უარი. ამ ვითარებაში მაღლაფერიძეს დაუკავშირდა სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და პრემიერად კენჭისყრაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.
CNews-ის ინფორმაციით, სენატორი რიში დაინტერესდა, რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება სუს-ის უფროსი, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ის ივანიშვილის წინადადებისა და ინიციატივის გამტარი იყო.
როგორც ირკვევა, ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, სენატორმა განაცხადა, რომ ეს არის სკანდალი, როდესაც პოლიტიკიდან წასული ადამიანი კვლავ უხეშად ერევა ქვეყნის მართვაში და თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, მმართველი პარტია უნდა მიუახლოვდეს ვადამდელ არჩევნებს.
შეგახსნებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში 16 აპრილს დასრულდა.