მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ამ მძიმე ჟამს თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელის მიხედვით მოხდება ჩვენი მოსახლეობის დახმარება. ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერ დროს მე და ფონდი ქართუ მზად ვართ ქვეყანას დავუდგეთ გვერდში…