ყველას ნახვა

სკანდალური განცხადება - რაღაც რომ დაწყებულიყო, რუსი ჯარისკაცები თბილისში შემოვიდოდნენ

სკანდალური განცხადება - რაღაც რომ დაწყებულიყო, რუსი ჯარისკაცები თბილისში შემოვიდოდნენ
- ახლა მხოლოდ საქართველოში აწყობთ კონცერტებს თუ სხვა სახელმწიფოებშიც დადიხართ?
- საზღვარგარეთ ხშირად დავდივარ - ყაზახეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში... რომ არ ვიარო, ჩავწვები და ვეღარ ავდგები... ადრე რუსეთში ბევრი მიწვევა მქონდა, დღემდე მეპატიჟებიან, მგრძნობიარე წერილებს ვიღებ... მაგრამ მე გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მოვიქეცი: ორდენზე უარი ვთქვი და ამას არც ვნანობ. შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ მე ყოველთვის ისე ვაკეთებ, როგორც სწორად ვთვლი. საკუთარ თავს პატივი უნდა ვცეთ - სიცოცხლე ხომ ძალიან მოკლეა...

- თქვენ არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებშიც მიგიწვიეს...
- კი, იყო ასეთი შემთხვევა... მაგრამ მე ხომ მათ რესპუბლიკებს არ ვაღიარებ. იქ, თითქოსდა, კონცერტების ჩატარებისათვის მიწვევდნენ, მაგრამ როგორც კი ჩავიდოდი, დამიჭერდნენ და დამხვრეტდნენ. საერთოდ, მე რუსი ხალხი ძალიან მიყვარს. თქვენთანაც ძალიან ბევრს ვუყვარვარ... მაგრამ ხალხი და კრემლის ხელისუფლება სხვადასხვაა. რუსეთში არავინ ეკითხება ხალხს რჩევას და აზრს. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ასეა. ადამიანები ფიქრობენ, რომ რადგანაც ხელისუფლების სავარძელში ჩასხდნენ, მთელი ცხოვრება ისხდებიან, მარადიულად... მაგრამ ჩვენ ხომ იმქვეყნად ყველანი წავალთ?

- თქვენ დღეს ნორმალურად ცხოვრობთ მატერიალური თვალსაზრისით?
- არა. ჩვენ უკვე მთელი წელია, არ ვმუშაობთ, არ გამოვდივართ. არტისტები ყველამ დაივიწყა, ჩვენ თითქოს არ ვარსებობთ. მე კი ვფიქრობ, რომ კულტურაა ყველაფრის საწყისი. არტისტები ქვეყნის სახეა, შეიძლება ითქვას. ერთი წელია, მეკითხებიან, გამოხვალთ თუ არა კონცერტითო... საშინელებაა პირდაპირ.

- კინო თუ არის ისევ თქვენს ცხოვრებაში? მონაწილეობთ ფილმების გადაღებებში?
- კი, არის. ახლახან დავამთავრე ერთ-ერთი კინოსცენარი, მაგრამ სანამ ეს კორონავირუსის ეპიდემია არ გადაივლის, მისი რეალიზება ვერ მოხერხდება. საერთოდ კი, მე ვოცნებობ ჰაჯი-მურატის როლის შესრულებაზე, ლევ ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით. ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. გია დანელიას სურდა ფილმის გადაღება, სცენარიც კარგი იყო, მაგრამ ნებართვა არ მისცეს.

- რუსულ ტელეარხებს თუ უყურებთ?
- კი, ზოგჯერ. განსაკუთრებით პოლიტიკურ თოქ-შოუებს. თუმცა მათი ნახვის შემდეგ მე თვითონ მრცხვენია ხოლმე იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ: გაბრაზებულები ერთმანეთს მგლებივით უყურებენ და ილანძღებიან...

- და მაინც, როდის შეიძლება გნახოთ რუსეთში?
- ალბათ, როცა პოლიტიკოსები სიტუაციას გაარკვევენ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხში... აი, მაშინ კი სიამოვნებით ჩამოვალ... ალბათ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის სათავეში აღარ იქნება... იგი, რა თქმა უნდა, ძლიერი ადამიანია, მაგრამ სხვა მიმართულებით მოქმედებს - მისთვის მთავარს და მნიშვნელოვანს მხოლოდ საკუთარი ამბიციები წარმოადგენს". (წყარო)
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე