„დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, ვესაუბრებოდი ადამიანებს, ისინი გამოთქვამდნენ სურვილს წამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ითხოვდნენ ფულს, რადგან ყველას ქვეყნის გარეთ აქვს ფინანსური პრობლემები. რისი სარფში ჩამომსვლელები და დამქუხებლები არიან კლავიატურის მიღმა არავინ არაფერს აკეთებს,- ამბობს სიგუა.
მისი აზრით, ქართულ ოპოზიციას დღეს ერთადერთი ლიდერი ჰყავს და ეს ლიდერი ნიკა მელიაა.
„ყველა პოლიტიკოსი სააკაშვილის თამადობით, ცდილობს ილუზიებში ამყოფოს თავისი ამომრჩეველი. ერთადერთი ლიდერი, ვისი იმედიც მართლა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, ვისაც რეალურად შეუძლია ხალხს წარუძღვეს, არის ნიკა მელია,“ -განაცხადა გიორგი სიგუამ.