ყველას ნახვა

ვრცელდება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაცია ამას არავინ ელოდა

ვრცელდება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაცია ამას არავინ ელოდა
ძებნაშია კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი იუ ჟიანმინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
“მაშინ როდესაც CEFC უკვე იყო გახვეული საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CEFC Energy Company Limited-ის საქართველოში წილების მმართველ კომპანიაში, შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.  2020 წელს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფში“ 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა. 2021 წლის 22 თებერვლიდან ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა. „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფიდან“ ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით  410,704 ლარის შემოსავალი მიიღო”, – წერს TI.
TI წერს, რომ CEFC-ის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. საქართველოში CEFC Energy Company Limited-ს კომპანია შპს სი ი ეფ სი ევრო-აზიური წარმოადგენს, რომელიც 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა საქართველოს სამეწარმეო რეესტრში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი CEFC-ია.
“2016 წლის ნოემბერში შპს სი ი ეფ სი ევრო-აზიურს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის გზით 9.8 მლნ ლარად გადაეცა 3,809 კვ.მ შენობა-ნაგებობა კომპანიის სათაო ოფისის, საოფისე ფართებისა და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შესაქმნელად.
2020 წლის აპრილში შანხაის სასამართლომ CEFC-ი და მისი შვილობილი კომპანიები გაკოტრებულად გამოაცხადა. 2020 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“ კომპანია „სი ი ეფ სი ევრო-აზიურის“ აქტივების მმართველი გახდა.
ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის 50%-ს ჩაინა ინთერნეიშენალ გრუპ კორპორეიშენ ლიმითედ ფლობს, ხოლო 50%-ს 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნებული შპს „ევრაზიან ინვესტი“. „ევრაზიან ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ივანე ჩხარტიშვილია, ხოლო დირექტორი ივანე ჩხარტიშვილის ბიზნეს პარტნიორი რატი ღვამბერიაა”, – წერს ორგანიზაცია.
“ევრაზიან ინვესტის” 51%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული “ბრაითსთოუნ ფაინანს ლიმითიდ” ფლობს, ხოლო 49%-ს – ასევე ბრიტანეთში რეგისტრირებული “ეკლიტონ ქომმერს კორპ-ი”. ორივე კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობითაა დაფუძნებული და მათზე კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი ვრცელდება.
“ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, თუ ვინ არიან ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიების მფლობელები, მაგრამ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, თავდაპირველად „ევრაზიან ინვესტის“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი იყო. აქედან გამომდინარე, ბრიტანული კომპანიები ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული”, – წერს TI.
რაც შეეხება უშუალოდ ფოთის პორტს, 2020 წლის მარტში ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ – „APM ტერმინალსმა” პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა კვლავ მიიღო და ახალი ნავმისადგომის შენება დაიწყო. პორტის გაფართოების პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს.
“Pace Group-ში შემავალი კომპანიაა შპს “პეის ჯორჯია”, რომლის მფლობელებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორებმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ, ირაკლი თათეიშვილმა, თამაზ კაპანაძემ, აპოლონ ბჟალავამ და  დავით ნადირაშვილმა 2017-2018 წლებში “ქართულ ოცნებას” და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ და ირაკლი თათეიშვილმა “ქართულ ოცნებას“ 200 ათასი ლარი შესწირეს”, – წერს TI.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე