კიკაბიძის თქმით, ის 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ჩასულა, მას შემდეგ, რაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიჭრა.
ამასთანავე კიკაბიძე ამბობს, რომ საზღვარგარეთ დადის, ჩაუატარებია კონცერტები უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც.
„ადრე მე რუსეთში ხშირად დავდიოდი, დღემდე მეპატიჟებიან. მოდის საკმაოდ გულისამაჩუყებელი წერილები. მაგრამ მე ასე გადავწყვიტე. ხალხთა მეგობრობის ორდენზე უარი ვთქვი და ამაზე არ ვნანობ. საკუთარ თავს პატივს ვცემ“ – განაცხადა კიკაბიძემ.
კიკაბიძე ამბობს, რომ ლუგანსკში ან დონეცკში რომ ჩავიდეს, იქ ან დააპატიმრებენ, ან დახვრეტენ.