CNews-ი 6 აპრილს წერდა ოცნებაში მოსალდონელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის მოთხოვნით, პარტიის ყრილობაზე, რომელიც მაისში გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს ირაკლი კობახიძე და მის ადგილს პრემიერ-მინისტრი დაიკავებს.
ცვლილებებია დაგეგმილი პარტიის პოლიტსაბჭოშიც.
კერძოდ, პოლიტსაბჭოს დატოვება მოუწევს პარტიის რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს. სამხარაძეს რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ გამოუქვეყნეს პოსტი, რომ იგი ღარიბაშვილსა და „კახელების კარტელს“ აგინებდა და ღარიბაშვილისთვის ბოდიშიც არ მოუხდია.
გარკვეული ცვლილებები იგეგმება პარტიის საპარლამენტო სტრუქტურებში. CNews-ის ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწევს მამუკა მდინარაძეს.
ამ ცვლილებებით ღარიბაშვილი, პრაქტიკულად, გაანეიტრალებს ირაკლი კობახიძის გავლენებს პარლამენტში.
რაც შეეხება კახა კუჭავას, მის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება უშუალოდ ღარიბაშვილმა მიიღო იმ მოტივით, რომ კუჭავას გარკვეული კონტაქტები აქვს დასავლეთში და მას ამ მიმართულებაზე მოუწევს პასუხისმგებლობა.