კახა კალაძეს კი პერსონალურად პარლამენტის ექსთავმჯდომარის პიროვნული, ადამიანური ვალი აქვს და იგი მას არ დაუპირისპირდება. პირიქით, მოუწევს თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა რესურსი გამოიყენოს არჩილ თალაკვაძის მხარდასაჭერად.
CNews-ის ინფორმაციით, თავად დედაქალაქის მერი კონსულტაციების შედეგად ამ პირობებს დათანხმდა და თავადაც მიიღო გარანტიები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, „ოცნებას“ მის წინააღმდეგ სამართლებლივი დევნის საფუძველი გაეხადა.
CNews-ის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ამჯერად ყველაზე კარგი გათვლა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაში“ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს - კახა კუჭავას, ირაკლი კობახიძის გუნდის წევრად და პროტეჟედ განიხილავენ. მას წლების ურთიერთობა აკავშირებს ირაკლი ღარიბაშვილთან. პარალელურად „ოცნებამ“ თავი დაიზღვია, რომ კუჭავას დანიშვნით გარკვეულწილად შეინარჩუნებს კონტაქტებს დასავლეთთან და უფრო მეტიც, მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო ობსტრუქციას პარტიის თავმჯდომარის. ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ მაისისთვის დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გადადგება.
ირაკლი ღარიბაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს შიდა პარტიული საკადრო რეორგანიზაციაც. გადახალისდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება პარტიის რეგიონალურ სამსახურში, რომლის ხელმძღვანელს, დიმიტრი სამხარაძეს, ასევე მოუწევს პარტიული პოსტის დატოვება.
CNews-ის ინფორმაციით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონალური სტრუქტურები დასუსტებულია, საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება საფრთხე პარტიამ ვერ შესძლოს 43%-ის აღება, რაც ვადამდელი არჩევნების გამართვის საფუძველი გახდება.
როგორც ირკვევა, შესაბამისმა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს დიმიტრი სამხარაძისა და თვითმართველობების წარმომადგენელთა შორის კორუფციული სქემების ფაქტების შესწავლა.
პარტიის ყრილობის გამართვისა და მის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის გახდომის შემდეგ, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს პრემიერი საკუთარ თავზე აიღებს.